„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად, ოპოზიციის მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

გარდა იმისა, რომ ეს კანონპროექტი ამერიკის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი სახეაჩვენ ვიზიარებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებასაც, რომლებმაც დედნის კალკირება გააკეთეს.  
სრულიად ვეთანხმებით ევროპისსახალხო პარტიისერთ-ერთი ლიდერის, მონიკა ჰოლმაიერის მოსაზრებასუცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის“ შესახებ, რომელმაც თქვა, რომვინც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ისინი ჩვენი დემოკრატიის მტრები არიან“. 

თუკი ევროპამ ახლა დაიწყო მსჯელობა, ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც არისუცხოური აგენტების რეგისტრაციის საქართველოს ექვივალენტი FARA“. 

ოპოზიციამ ისევ იჩქარა და ცხვირი წაიტეხა. საინტერესოა, ახლა ვის დააბრალებენ რუსეთუმეობას, ამერიკას, ისრაელს, ავსტრალიას თუ ევროკავშირისსახალხო პარტიას“? 

ნათქვამია, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. თუ ამას არ ითვალისწინებს ჩვენი ოპოზიცია, მაშინ ვურჩევ, ჯერ წაიკითხონ და მერე გააქილიკონ სხვა“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.