"არ შეიძლება ვინც კი ოცნებასთან ახლოს გავლილია ყველას დასანქცირება მოითხოვო, ცოტა სოლიდური და სერიოზული უნდა იყო" - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

„არ შეიძლება ვინც კი ოცნებასთან ახლოს გავლილია ყველას დასანქცირება მოითხოვო, ცოტა სოლიდური და სერიოზული უნდა იყო.

ბალტიისპირეთის ქვეყნების შეხედულება "ქართლ ოცნებაზე" 2012 წლიდან მოყოლებული არ შეცვლილა, როგორც ყველაზე რადიკალი ნაცები უყურებენ, ისე უყურებენ მთელი ბალტიის ქვეყნები ამას. მე მათთან მქონია ურთიერთობა და გაგონება არ სურთ სააკაშვილის ხელისუფლების მინუსების და მათთვის პროდასავლელი ქართველი არის ნაციონალი," - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა, დღეს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ "საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით".

არის მოწოდება აქციების დროს დაკავებულთა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე. ახალ დოკუმენტში გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ შორის მოხვდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია მფლობელები. ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა.