შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა უზბეკეთში ვიზიტზე საუბრისას.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აგრო-სასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი უზბეკეთში და შესაბამისად, ჩვენი გამოცდილებების გაზიარება გარემოსდაცვის მიმართულებით. პოტენციალი საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია და ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება“ - განაცხადა სონღულაშვილმა.

საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და უზბეკეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძე ტაშკენტში 5 მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად იმყოფება.