„ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობა წარმოუდგენელი, თუმცა, აშშ-თვის ძალიან დამახასიათებელი რამ იყო.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ, რომელიც თითქოს ყველას აოცებს ადამიანის უფლებებზე ზღაპრებითა და დემოკრატიაზე ლეგენდებით, როცა უჭირს, ძალიან მარტივ შესაძლებლობას - კონკურენტის ფიზიკურ ლიკვიდაციას მიმართავს.

„აშშ-ში ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, დემოკრატებისა და ბაიდენის მხრიდან უკვე გაფუჭდა. დაწყებული - ავღანეთიდან სამარცხვინო გამოსვლით; გაგრძელებული - ტერორისტებად შერაცხილი თალიბებისთვის 18 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და ულტრათანამედროვე თვითმფრინავების დატოვებით, თუ უკრაინის სამხედრო აფერაში უშუალო მონაწილეობით. ასევე, მთელ რიგ ლოკაციებზე ფერადი რევოლუციების მომზადებით (ეს იყო: ყაზახეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი...), რომლებიც კრახით დასრულდა. ანუ, სამხრეთ-კავკასიის აფეთქების გეგმა, მათ შორის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლების, აყირავების, გადატრიალების, ე.წ. მაიდანის გეგმა, ჯერჯერობით განუხორციელებელია.

რაც შეეხება ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობას, ეს წარმოუდგენელი, თუმცა, აშშ-თვის ძალიან დამახასიათებელი რამ არის. ამ ქვეყნის 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტების ფიზიკური ლიკვიდაციის არაერთი მცდელობა იყო. ქვეყანა, რომელიც თითქოს ყველას აოცებს ადამიანის უფლებებზე ზღაპრებითა და დემოკრატიაზე ლეგენდებით, როცა უჭირს, შეიძლება ითქვას, ძალიან მარტივ შესაძლებლობას - კონკურენტის ფიზიკურ ლიკვიდაციას მიმართავს.“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა