"ორ ცეცხლს შუა არის გახარიას პარტია მოქცეული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეულ მათგანს ძალიან დიდი სურვილი აქვს პარლამენტში შემოსვლის," - ამის შესახებ განცხადება დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
დავით მათიკაშვილი გახარიას პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობის" "ანასხლეტს"უწოდებს.
"ორ ცეცხლს შუა არის გახარიას პარტია მოქცეული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეულ მათგანს ძალიან დიდი სურვილი აქვს პარლამენტში შემოსვლის. ამავდროულად, ცხადია, რომ ბულინგის და ზეწოლის ქვეშაც არიან, რაც არის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში წარმოდგენილი. ის, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ანასხლეტი პარტიაა და მათ საერთო დღის წესრიგში ზის, ამას წყალი არ გაუვა და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭა ქართველმა ხალხმა და ახლა იქ კონკრეტული მოღალატეების წარმომადგენლები იქნებიან თუ არა პარლამენტში წარმოდგენილი, ეს საქართველოს პარლამენტს ნამდვილად ვერ შემატებს ვერანაირ ლეგიტიმაციას," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.