მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, სიორიძის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე არის ცესკოში განცხადება შეტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„რთულ და მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. სიორიძის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე არის ცესკოში განცხადება შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთის მხრივ, რადიკალური ოპოზიცია ვითომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, სინამდვილეში კი, იმ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს ეს არჩევნები, მიმართავს განცხადებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარება ხდება ამ ორგანოების უფლებამოსილებების. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა თუ რა ტყუილთან გვაქვს საქმე, როდესაც ოპოზიცია აცხადებს არჩევნების ე.წ. გაყალბებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისათვის, კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს მიმართა და მოითხოვა, რომ გიორგი სიორიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად ხელახლა დაინიშნოს.
ოპოზიციური პარტიის განცხადება გიორგი კალანდარიშვილმა უკვე დააკმაყოფილა.