„სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება. გადასახლებით ემუქრება ვის? ბიძინა ივანიშვილს. მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ კლასტერს. რა გაგიკეთებიათ უანგაროდ საკუთარი ქვეყნისთვის? თქვენი თავებისთვის რომ აკეთებთ დღენიადაგ ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ქვეყნისთვის რა გაქვთ გაკეთებული?“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობთ ყველაზე დიდი ქველმოქმედებას. ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როდესაც მან საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ოჯახის ბედ-იღბალი სასწორზე შეაგდო და უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო ნაციონალური მოძრაობა, ეს ტირანიით შეპყრობილი რეჟიმი. თქვენ სად იყავით ამ დროს? იქნებ ამ რეჟიმთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები, ძალიან კომფორტულად გრძნობდით თავს და იმ რეჟიმის დავალებებსაც ძალიან კომფორტულად ასრულებდით. თქვენგან პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვლენ და რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ საზოგადოებაში, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.