„იგლ ჰილსის“ პროექტს ქართულ ეკონომიკაზე უპრეცედენტო ეფექტი ექნება, მოხდება ტურიზმის წახალისება, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ფლაგმანია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს საქართველოს ეკონომიკის ასე გაძლიერება არ სურთ, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერ სუვერენიტეტს წარმოადგენს.
„იგლ ჰილსის“ პროექტს უპრეცედენტო ეკონომიკური ეფექტი ექნება ქართულ ეკონომიკაზე. ტურიზმის წახალისება მოხდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ფლაგმანია. ეკონომიკის განვითარებას გავლენა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტზე. ეს ის ძირითადი ეფექტია, რაც ამ ინვესტიციას ექნება. ბუნებრივია, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს საქართველოს ეკონომიკის ასე გაძლიერება არ სურთ, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერ სუვერენიტეტს წარმოადგენს. ამიტომ, ტყუილსა და ამორალურ სიცრუეზე დამყარებული კამპანია მიმდინარეობს, ოღონდ კი, იმ მასშტაბის ინვესტიცია შეაჩეროს, რასაც ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.




