ერთადერთი ადამიანი იყო სოზარ სუბარი, რომელიც, თითქოს, ადამიანის უფლების მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო. ადამიანურად გული მწყდება ამ ადამიანზე, როგორ დაინგრა მასში პიროვნება, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ განაცხადა.

„ერთადერთი ადამიანი იყო სოზარ სუბარი, რომელიც, თითქოს, ადამიანის უფლების მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო და, დღეს, ყველაზე ბნელ მხარეს არის აღმოჩენილი. მე, ადამიანურად გული მწყდება ამ ადამიანზე, როგორ დაინგრა მასში პიროვნება და დარჩა, რაღაც კაცუნა, რომელიც, უბრალოდ, ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს.

სამწუხაროდ, ის მარტო არ არის, მთელი ეს უმრავლესობა, მთელი ის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რომლებიც დღეს, ასე, ბრმად ასრულებენ რუსი ოლიგარქის დავალებებსა და, პრაქტიკულად, სამშობლოს ღალატში მონაწილეობენ, ეს არაერთხელ ითქვა. ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე საყურებელია, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ, დაახლოებით, 2 კვირაში 26 - ში, მათ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და, მინიმუმ, ოპოზიციაში გადავულოცავთ გზას“, - განაცხადა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.