7 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია მიიღო

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ 2008 წლიდან დღემდე მიღებული რეზოლუციებს შორის 7 ივნისს მიღებული რეზოლუცია მხარდამჭერთა რაოდენობით გამოირჩევა. გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან კენჭისყრაში 168 მონაწილეობდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 100-მა, წინააღმდეგი იყო 9 და თავი შეკავა 59-მა. 25 ქვეყანას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

მომხრე: ავსტრალია, ავსტრია, ავღანეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, აღმოსავლეთ ტიმორი, აშშ, ახალი ზელანდია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელგია, ბელიზი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, გაიანა, გამბია, განა, გერმანია, გვატემალა, გრენადა, დანია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკა, დომინიკანის რესპუბლიკა, ეკვადორი, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, ზამბია, თურქეთი, იამაიკა, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კვიპროსი, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოტ-დივუარი, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მავრიკი, მალავი, მალდივები, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიანმარი, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პანამა, პაპუა-ახალი გვინეა, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან-მარინო, საფრანგეთი, საქართველო, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუისი, სიერა ლეონე, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სოლომონის კუნძულები, სურინამი, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, ფიჯი, შვედეთი, ჩეხეთი, ჩილე, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, ჯიბუტი, ჰაიტი.

წინააღმდეგი: ბელარუსი, ბურუნდი, ზიმბაბვე, კუბა, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, სუდანი, ჩრდილოეთ კორეა.

თავი შეიკავა: ალჟირი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბჰუტანი, ბოცვანა, ბრაზილია, ბრუნეი-დარუსალამი, გაბონი, ეგვიპტე, ეთიოპია, ერაყი, ერიტრეა, იემენი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იორდანია, კამბოჯა, კამერუნი, კენია, კონგო, კორეა, კუვეიტი, ლიბანი, ლიბია, მადაგასკარი, მავრიტანია, მალაიზია, მონღოლეთი, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ნიგერი, ნიგერია, ომანი, პაკისტანი, პარაგვაი, სალვადორი, საუდის არაბეთი, სენეგალი, სერბეთი, ტაილანდი, ტანზანია, ტაჯიკეთი, ტოგო, ტუნისი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყატარი, ყირგიზეთი, შვეიცარია, შრი-ლანკა, ჩადი, ჩინეთი, ჰონდურასი.

არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა/არ იმყოფებოდა დარბაზში: ანგოლა, ბენინი, ბოლივია,  ბურკინა-ფასო, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ეკვატორული გვინეა, ესვატინი, ვიეტნამი, ვენესუელა, თურქმენეთი, კომორები, ლაოსი, ლესოთო, მალი, ნაურუ, რუანდა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ სუდანი, სან-ტომე და პრინსიპი, სეიშელები, სომალი, სომხეთი, უგანდა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

2008-2023 წლების კენჭისყრის შედეგების შედარება გვიჩვენებს, რომ რეზოლუციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ყველაზე ნაკლები მოწინააღმდეგე  2023 წლის 7 ივნისს ჰყავდა.

2023 მომხრე - 100, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 59
2022 მომხრე - 95, წინააღმდეგი - 12, თავი შეიკავა - 56;
2021 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 70;
2020 მომხრე - 84, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 78;
2019 მომხრე - 79, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 57;
2018 მომხრე - 81, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 62;
2017 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 61;
2016 მომხრე - 76, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 64;
2015 მომხრე - 75, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 78;
2014 მომხრე - 69, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 79;
2013 მომხრე - 62, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 84;
2012 მომხრე - 60, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 82;
2011 მომხრე - 57, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 74;
2010 მომხრე - 50, წინააღმდეგი - 17, თავი შეიკავა - 86;
2009 მომხრე - 48, წინააღმდეგი - 19, თავი შეიკავა - 78;
2008 მომხრე - 14, წინააღმდეგი - 11, თავი შეიკავა - 105

ტრადიციულად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას რუსეთი და მისი უახლოესი მოკავშირე ქვეყნები აძლევენ. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა შორის შარშან პირველად აღმოჩნდა ჩინეთი. წლევანდელი კენჭისყრისას ჩინეთმა თავი შეიკავა. ვიეტნამმა და ლაოსმა 2008 წლის შემდეგ პირველად არ მისცეს ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ.