"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სტუმრობს საქართველოს და ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხვდებიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, პირველ რიგში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - მთავარ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას. და რა თქმა უნდა, საუბრის თემა არის მომავალი არჩევნები და ის, თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყანაში დასრულდეს ის პოლარიზაცია, რომელიც მოიტანა ქართული ოცნების მმართველობამ, უკვე 11 წელზე მეტია.
ჩვენ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ წლის განმავლობაში რეგულარულად იქნება დასავლეთიდან ასეთი ვიზიტები, იმიტომ რომ ქვეყანა და ქართველი ხალხი დგას ევროკავშირის წევრობის გზაზე. ბუნებრივია ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტად გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით და რა თქმა უნდა საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა არის საკვანძო რომ შევბოჭოთ, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედანაც, ქართული ოცნების თავგასულობა არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც.
ჩვენ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა - გამარჯვების კოალიციამ დავიწყეთ წერილების გაგზავნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში , ასევე ნატოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებში, ევროპარლამენტში, სხვა მეგობარ ქვეყნებში, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს.
ფორმალურად, როდის მოიწვევს ქართული ოცნება სადამკვირვებლო მისიებს, ეს ბუნებრივია ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს , იმას რომ ახლავე დაიწყონ მზადება, იმისათვის რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს.
ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ თუნდაც დღევანდელი შეხვედრიდან, რომ მაგალითად ჩვენი პარლამენტარები აპირებენ ჩაეწერონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში და მონაწილეობა მიიღონ არჩევნების დაკვირვებაში. - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა, შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.