ვერტმფრენიდან ჩამოგდებული დიალოგები რომ არ ამართლებს, შარლ მიშელს ჯერ ვერ მიახვედრა ქართველმა ხალხმა და მიახვედრებს, ღრმა პატივისცემით. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
" ასეთი ეჭვი მაქვს, რომ ვერ მიხვდა, ოპოზიციისთვის კრახით, და ხალხთან გაუცხოებით რომ დასრულდა მისი წინა ჩარევა და კიდევ უნდა
ტირანიას რომ უფრო დავუახლოვდით შარლ მიშელის ჩარევის შედეგად და მეტი ქართველის უფლება რომ ილახება ბიძინასთვის სახის შენარჩუნების გამო - ვერ იაზრებს და "გლობალური ომის პარტიის" სახელით დიალოგს გვთავაზობს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს 2021 წლის 18 აპრილს წარუდგინა. სადაც
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომადგენილმა პარტიამ უნდა დაინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე.
ასევე, “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”
მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "ევროპულმა საქართველომ.
2021 წლის ივლისში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა.