"ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა ვაშაძის ლიდერობის ქვეშ. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით." - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.
შეგახსნებთ, ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ნონა მამულაშვილი - 3.33%;
ნიკა მელია - 40%;
გიორგი მუმლაძე - 3.68%
ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.
განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.