„ევროპული საქართველოს“ წევრმა, "ტაბულას" მფლობელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიის საპარლამენტო სიაში იქნება.
თუმცა, ჩერგოლეიშვილს არ დაუკონკრეტებია ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. მისი თქმით, ამას შიდა პრაიმერით ამომრჩევლები გადაწყვეტენ.
"ვთვლი რომ ღირებული რესურსი ვარ. ბოლო 2 წელმა დამარწმუნა. პარტიაც ასე თვლის. თორემ კაკო ბობოხიძეს უბრალოდ ლამაზი თვალებით ვერ მოვხიბლავდი.
სხვათა შორის გიგა ყველაზე პრობლემატური იყო, ცოლი ვარ მაინც. გიგა ძალიან პასუხისმგებლობიანი და პატიოსანი ტიპია. თავის თავის გაწევის დიდოსტატია, აი ბაქრაძეა ჩემი ლიდერი, (რა შუაშია საერთოდ) და ამიტომ მაზიანებს ეს მისი თვისება.
ჩვენთან ვინ იქნება სიის პირველი ნომერი ეს პრაიმერის გზით გადაწყდება. თუ მოინდომეს ჩვენმა მხარდამჭერებმა, შესაძლო მე ვიო სიაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სია იქნება.
გიგას თავისი იდეების გამარჯვება უნდა და ახლა რა ვიცი, ხან ბაქრაძე ეყენა მაგაზე წინ, ხან ლაკა ეყენა, ხან ზურა ჯაფარიძე და ჩემი ლიდერიაო იძახდა. მე რაღაც ვაშავებ თუ ამომრჩეველმა თუ ასე გადაწყვიტა" - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.