არჩევნებში თუ ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, მას გადაზელენ ელენე ხოშტარიაში და ელენეთი შეეცდებიან ხაბეს გაკეთილშობილებას - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მელია მოიგებს, არ ვიცი რა მოხდება ამ ყველაფრის მერე, მაგრამ ხაბეიშვილი თუ მოიგებს, მას მიუერთებენ, გადაზელენ ელენე ხოშტარიაში, ყოველ შემთხვევაში ამას შეეცდება კეზერაშვილი, რაშიც ფული დაუხარჯავს, მერე ყველაფერი ერთად რომ შეართოს და ელენეთი შეეცდებიან ხაბეს გაკეთილშობილებას, თუ ელენე ამას დათანხმდა და ამ გაერთიანებას დათანხმდნენ, ანუ ვაშაძის ქვეშ გაერთიანდებიან და ვაშაძე იქნება ხაბეს ლიდერი ისევ“- აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.