შალვა პაპუაშვილი არის ძალიან მაღალი რანგის იურისტი და ექსპერტი. მან ძალიან ბევრი შრომა გასწია იმისათვის, რომ 12 რეკომენდაცია ყოფილიყო შესრულებული, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
"მან, ისევე როგორც ირაკლი კობახიძემ და სხვა ჩვენმა ლიდერებმა, ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა იმართოს ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ვენეციის კომისიასთან. იმედია, მათგან უმოკლეს ვადაში მივიღებთ პასუხს, რათა ჩავეტიოთ იმ დროში, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი პარტნიორების და ევროკომისიის მიერ“, - აღნიშნა ოდიშარიამ.