ბატონო ირაკლი, თქვენ კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად, აზრი და შინაარსი დაუკარგეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რასაც ინტერპალაცია ქვია - ასე მიმართა პარტია "საქართველოს" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლესაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.
"ბატონო ირაკლი, თქვენ კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად, აზრი და შინაარსი დაუკარგეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რასაც ინტერპალაცია ქვია და მე მიკვირს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რატომ არ გამოითქვა ამაზე კომენტარი, როდესაც დასმულ კითხვებთან მიმართებაში აბსოლიტურად უსაგნო, უშინაარსო იყო თქვენი გამოსვლა. ეხლა ამიტომ მე მიწევს კონკრეტული ციტატების მოყვანა, მაგალითად თქვენი წერილობითი პაუსუხიდან, რომ „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტი მზად არის, თუმცა უსაფრთხოების გარემოს დინამიურობის გათვალისწინებით, მიმდინაროებს პროექტის განახლება და დოკუმენტი დამტკიცდება მას შემდეგ, რაც რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის ძირითადი კონტურები გამოიკვეთება.“ მე გეთანხმებით ერთ რამეში, რომ შეიძლება ამ კონფლიქტის საბოლოო შედეგების პროგნოზირება, უკიდურესად რთული იყოს, მაგრამ ვის მხარეზე უნდა იდგეს ის ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს არჩევანის საკითხია, ეს არ არის პროგნოზირების საკითხი და თქვენ სამწუხაროდ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ამ ომში - და არა „საბრძოლო მოქმედებებში“, ომში - აირჩიეთ უკრაინის დამარცხების პოზიცია. ბევრჯერ სხვადასხვა სახელდებით მაგრამ, 40 წუთის განმავლობაში, ერთხელაც რუსეთის ფედერაცია არ გიხსენებიათ - ომის მწარმოებელი, აგრესორი ქვეყნის კონტექსტში.მტერი, ბატონო ირაკლი - მტერი. მტერია რუსეთის ფედერაცია, მაგრამ თქვენ შეასრულეთ ფანტასტიურად თქვენი ფუნქცია. ომის სურათი დაუხატეთ ქართულ საზოგადოებას, მოახდინეთ ქართული საზოგადოების შიშების გაღვივება, როგორც ჩანს ეს ფუნქცია გქონდათ,, აი სიმონაინები რომ აცხადებენ რუსეთის პროპაგანდისტული არხებიდან, რომ რაკეტები გამოფრინდება თბილისის მიმართულებით. აი ეს ფუნქცია გააკეთეთ ეხლა თქვენ. თქვით რადიკალებზე, თქვით ექსტრემისტებზე - ასე უწოდეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იდგნენ რუსთაველის გამზირზე, აბსოლუტურად მშვიდობიანად და გამოხატავდნენ პროტესტს საკუთარი მომავლის წართმევასთან მიმართებაში. ყოველთვის, საზოგადოებაში შიშის გაღვივება, მოქალაქეების დაპირისპირების ხელშეწყობა, ყოველთვის იქნება რუსული საქმე ამ ქვეყანაში." - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.