ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ იყოს და სამყაროზე თავის წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა
„ძალიან ეჭვიანი ოპოზიცია გვყავს. პირად ცხოვრებაშიც თუ ასე არიან, ძალიან პრობლემები ექნებათ. მთელი დედამიწა ამტკიცებს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს და მკაცრად იცავს. ეს თქვა ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ გამოგზავნილმა სპეციალურმა ჯგუფმა. ამას ამბობს მსოფლიო ბანკი თუ „ფაქტჩეკიც“ კი, ვინც ვიცით, ვის მიერ არის მართული. ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ იყოს და სამყაროზე თავის წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ. თავის ილუზიურ სამყაროში დარჩებიან“, – განაცხადა დავითულიანმა.