ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
"რა არის არაფორმალური მმართველობა, სანაცვლოდ რას იღებ, თუ ვიღაცისთვის ეს მისაღებია, ჩემთვის არ არის მისაღები, მათ შორის არც გიასთვის არ იყო მისაღები. სხვის დაკრულზე ცხოვრებაში არ მიმღერია, შესაბამისად, ჩემთვის ეს არაფერს არ წარმოადგენს, რომ ახლა გავჩუმდე და ვიღაცამ რაღაც მანდატი შემომთავაზოს ამის სანაცვლოდ. წასვლაზე რიტორიკა პირველივე დღიდანვე მესმის, როდესაც თავმჯდომარის არჩევნები მიდიოდა. ისიც მესმის, რომ ბევრი ადამიანი ამით დიდ კომფორტში იქნება.
იმ შემთხვევაში, ჩვენ თუ შევცვალეთ პარტიაში მიდგომები და უარი ვთქვით არაფორმალურ მმართველობაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, არის რესურსი. არაფორმალურად როდესაც ხარ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და წინა ხაზზე დადგე. შევხედოთ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, დამიჯერეთ მერე თავად პარტია დაფიქრდება რამდენად ღირს ამ ადამიანების ყოფნა," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.