„ნაციონალურ მოძრაობის წევრი“, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის უკან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი დგანან. მისი თქმით, ეს სამეული მალე ჩამოიშორებს ლევან ხაბეიშვილს და მის ნაცვლად ახალ ფიგურას წარადგენს.
„არ მინდა რომ სულ ლევანზე მქონდეს აქცენტი, მაშინ როდესაც მისი როლი ამ ყველაფერში მინიმალურია, მხოლოდ და მხოლოდ ახმოვანებდა იმ პოლიტიკას, რასაც უკვეთდა ე.წ. ტროიკა. მცდელობა იქნება ლევანს გადააბრალონ ეს ყველაფერი, მათ გეგმებშიც ეს არის, რომ დროებით იყოს ლევანი. პარტიის ხელში ასე ჩაგდებდა ნამდვილად არ გამოუვათ“, - აღნიშნა დოლიძემ.