„სიკვდილიანობა უკვე აჭარბებს შობადობას, რაც საფუძველია იმისა, რომ ყველამ ერთად ერთის მხრივ შემოვკრათ განგაშის ზარი და მეორეს მხრივ გავერთიანდეთ, რომ ამ მავნებლობის, დანაშაულებრივი პოლიტიკის წყარო გავისტუმროთ ოქტომბერში ხელისუფლებიდან.“- განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, არმაზ ახვლედიანმა დემოგრაფიის მაჩვენებელთან დაკავშირებით

„კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში დემოგრაფიის კუთხით. უპერსპექტივობა, სიღარიბე, არავინ ადამიანზე არ ზრუნავს, დაპირისპირებაა, იხლიჩება ოჯახები, უპრეცედენტო მაჩვენებელია სიკვდილიანობაში, უკვე აჭარბებს შობადობას, რაც არის საფუძველი იმისა, რომ ყველამ ერთად ერთის მხრივ შემოვკრათ განგაშის ზარი და მეორეს მხრივ პოლიტიკოსებთან ერთად, ყველა ადამიანი გავერთიანდეთ, რომ ამ მავნებლობის, დანაშაულებრივი პოლიტიკის წყარო გავისტუმროთ ოქტომბერში ხელისუფლებიდან, „ოცნება“ გავისტუმროთ ერთობლივი მოქმედებით პოლიტიკიდან.“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა