აგენტურა ნაცმოძრაობამ 2007 წლის აპრილში ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან სახელმწიფოს ღალატის მუხლი და შემდეგ ამ ყველაფერს მოყვა ის პერიპეტიები, რომელიც აგვისტოს ომამდე მიმდინარეობდა და იმ მოღალატეობრივი კანონების მიღება, რომელიც მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული სტრასბურგის სასამართლოში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ. ამით დეპუტატი გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, აღდგეს სისხლის სამართლის კოდექსში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაუქმებული „სამშობლოს ღალატის" მუხლი.

„შესაბამისად, ახლაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მუხლი სამშობლოს ღალატის სახელწოდებით, რომელიც სახელს დაარქმევს იმ დანაშაულებს, რომელიც შესაბამისი სისხლის მოსამართლის კოდექსის გათვალისწინებული თავით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ქართული ოცნება აღადგენს იმ მუხლს, იმ შემადგენლობას, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი მომავლისათვის“, - განაცხადა გორდულაძემ.

სისხლის სამართლის კოდექსში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაუქმებული „სამშობლოს ღალატის" მუხლი აღდგება. კოდექსიდან აღნიშნული მუხლი ყოფილმა ხელისუფლებამ 2007 წლის აპრილში, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ამოიღო. მმართველი გუნდი საკითხზე მუშაობას პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაიწყებს.