საქართველოს პრეზიდენტს ახლა მაინც ეყოს გამბედაობა, დადგეს თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და მიულოცოს ეს არჩევნები მმართველ პარტიას და ყველას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ჩვენ გვახსოვს ამ ხალხის თავზეხელაღებული მოქმედებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც მხილებულია საქართველოს კონსტიტუციის განზრახ და უხეშ დარღვევაში. მე მოვუწოდებ მათ, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას, არ დაუპირისპირდნენ მას. ეს პირდაპირ ნიშნავს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასთან დაპირისპირებას და შესაბამისად, ეს არის ანტიდემოკრატიული და ნიშნავს ხალხის ნების უგულებელყოფას.
საქართველოს პრეზიდენტს ახლა მაინც ეყოს გამბედაობა, დადგეს თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და მიულოცოს ეს არჩევნები მმართველ პარტიას და ყველას. ჩვენ უზრუნველვყოფთ და ვართ გარანტი მშვიდობის. ეს მშვიდობა ეკუთვნის არა მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩეველს, არამედ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ეყოთ ეს გამბედაობა. „ქართული ოცნება“ არის გარანტი მშვიდობის. გადადგან ეს ნაბიჯი და გადადგას ქვეყნის პრეზიდენტად წოდებულმა პირმა და მიულოცოს ქართველ ხალხს მათი არჩევანი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.