სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგინა და საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან სუსის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
"მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა დავუდასტურო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, მის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ღირსეულად და თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენი სამშობლოს და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.