„ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ცალკეული ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ თურმე დღეს სასამართლო სისტემა არ არსებობს საქართველოში, არაფერს ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები თურმე, სადაც სტრასბურგი ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულება სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათ, ამ საქმეებშიც კი სტრასბურგის სასამართლო ცნობს ქართული მართლმსაჯულების სწორ ფუნქციონირებას. ეს არის ნონსენსი და სახელმწიფოს არსებობაზე უარის თქმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.