ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე 49 ათასზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„49 ათასზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა, ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა, როგორი ურთიერთბრალდებებითაც ეს საარჩევნო კამპანია არ უნდა ხასიათდებოდეს, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ვერცერთ პარტიას ვერ გავიხსენებთ საქართველოს ისტორიაში, სადაც ამდენი ამომრჩეველი დაფიქსირდა. ჩემი პარტია ამაშიც არის ნოვატორი, რაც ძალიან მიხარია"- აღნიშნა ანა წითლიძემ.