"ლელოს" წევრს ანა ნაცვლიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" NDI-ს რეკომენდაციებს სრულფასოვნად შეასრულებს.
"არ მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ არჩევნების მიმართ ძალიან მაღალი იქნება საერთაშორისო ყურადღება, ხელისუფლებას მოუწევთ გარკვეული დათმობები და გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს საკუთარ არადემოკრატიულ მადას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.