„ქართული ოცნების“ სლოგანი უნდა იყოს - მატარებელი გაივლის გაუჩერებლად, ევროკავშირის ოცნებაც გაივლის გაუჩერებლად - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვპირველის“ ეთერში ისაუბრა.
„კორუფციის საკითხი უნდა დავსვათ მშენებლობის სფეროში თბილისში, უმნიშვნელოვანესი საკითხია, სეისმურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აგერ ჩვენს გვერდზე მოხდა დიდი უბედურება. ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შავ ხვრელებზე, რომელიც არსებობს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში, სამშენებლო სტანდარტების არ არსებობაზე მშენებლობის სფეროში. „ქართული ოცნების“ სლოგანი უნდა იყოს - მატარებელი გაივლის გაუჩერებლად, ევროკავშირს ოცნება გაივლის გაუჩერებლად. ეს არის ამათი მუშაობის სლოგანი და თუ კორუფციაზე წავა ლაპარაკი, პირველი კითხვა უნდა დაისვას აქ“- განაცხადა ანა დოლიძემ.