„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია" - ეს არის რუსთაველის პოლიტიკური გზავნილი, რის წინააღმდეგაც „ოცნებამ“ ერთ-ერთი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა განაცხადა.
„ყველამ ვისწავლეთ სკოლაში ვეფხისტყაოსანი, მასწავლებლებმა გვასწავლეს, რომ ვეფხისტყაოსანი პოლიტიკური ტექსტია. ძალიან კარგად გვასწავლეს, რომ ალეგორია - „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია", რის წინააღმდეგაც „ოცნებამ“ გადადგა ერთ-ერთი ნაბიჯი, კვოტები გააუქმა, პოლიტიკური გზავნილი იყო რუსთაველის მხრიდან, რომ ქალის გამეფება პრობლემა არ არის და ქალი და კაცი თანასწორია. ვეფხისტყაოსანი თავისი ალეგორიებით, მეტაფორებით, გლობალიზმით, აქეთ ინდოეთი, იქით არაბეთი, ეს არის პოლიტიკური ტექსტი, ეს ჩვენ სკოლაში გვასწავლეს და თუ იმ ეპოქაში გასაგები და მარტივი იყო რომ პოეზია არის პოლიტიკური გზავნილების გადაცემის ინსტრუმენტი, 21-ე საუკუნეში, სასაცილოა რომ თეატრს, ხელოვანს და მხატვარს ეუბნებიან, რომ პოლიტიკა თურმე რაღაც ხიხიაა",- განაცხადა ანა დოლიძემ.