სიების ჩახსნა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამის შემდეგ ჩვენ იურიდიულად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ - დღეს იქ არ წავალთ, სადაც გვეტყვიან, უკაცრავად, სამუშაო საათები არ არის , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვაპირებთ საპარლამენტო სიების ჩახსნას და ეს ნათქვამიც გვაქვს. „ძლიერი საქართველო“ ვართ კოალიცია, სადაც 4 პარტია შედის: „პარტია ხალხისთვის“, „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“. ცალ-ცალკე ყველა ლიდერს ეს განცხადება გაკეთებული აქვს. იძულებული ვარ ავხსნა რა ხდება დღეს, რა საკითხთან გვაქვს საქმე და იძულებული ვარ, რომ მოქალაქეებისთვის განვმარტო იურიდიული საკითხების მოკლე კურსი. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ ვთქვათ - ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ და ამ პარლამენტს ქმედით უნარიანობას არ მივანიჭებთ.
გარდა ამისა ჩვენი ამოცანაა, საერთო არ შედგეს ეს სხდომა. აბა რატომ ვართ ქუჩაში?! 2 კვირაა ქუჩებს ვკეტავთ, ყველა არა, ჩვენ ვკეტავთ ქუჩებს, იმიტომ, რომ არ გვინდა ეს სხდომა საერთოდ შედგეს. ჩვენ ყველანაირი ძალებით ვეცდებით,რომ სხდომა არ შედგეს“, - განაცხადა დოლიძემ.