პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა საქართველოს პრემიერ მინისტრს წერილი გაუგზავნა, რომლის ასლი სოციალურ ქსელში პარტიის გვერდზეა გამოქვეყნებული:
"გთხოვთ უზრუნველყოთ საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 1 სექტემბრიდან მიღებული ყველა სამართლებრივი აქტის, კერძოდ, განკარგულების საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნება"- ნათქვამია წერილში.