„ნატო-ს სამიტზე ცხადია, რომ უკრაინისთვის უკვე ორი პოლიტიკური შედეგი სახეზეა, ნატო- უკრაინის კომისია გადაკეთდა ნატო-უკრაინის საბჭოდ, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მკაფიოდ ცხადდება, რომ უკრაინა გასაწევრიანებლად მაპ-ს აღარ საჭიროებს.
2020 წლის სექტემბერში სტოლტენბერგი პირდაპირ ამბობდა, რომ ნატო-სთვის საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, დღეს საქართველოს მოქალაქეები იმაზე ვნერვიულობთ, რომ ჩვენ შეიძლება არც გვახსენონ“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან წუხილი გამოთქვა, რომ სამიტზე მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია წარმოდგენილი.