დღევანდელი „ოცნებაა“ მიუღებელი, გუშინდელ „ოცნებაში“ ჩვენც ვიყავით და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „ტვ პირველი“ ეთერში განაცხადა.

„ბუნებრივია, დღევანდელი „ოცნება“ არის მიუღებელი, იმიტომ რომ გუშინდელ „ოცნებაში“ ჩვენც ვიყავით და ჩვენს წარსულს არ ვემალებით, არ გვრცხვენია ჩვენი წარსულის და პირიქით ვამაყობთ ჩვენი წარსულით, და სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ ხვალინდელი „ოცნება“ უკეთესი გახდება.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შედეგ, 30 დეკემბრის შემდეგ შეხედეთ რა ხდება „ოცნებაში“, სრული ქაოსი, სრული გაურკვევლობა. ვინმეს თუ ჰქონდა მოლოდინი, რომ აი ბიძინა გამოვა და ყველაფერი დალაგდება, მოხდა პირიქით“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.