"არც ერთ ნაცს, არც ერთს (!) არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით ოცნება ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო. აი, ამიტომ არის 13 წელი ნაცმო სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს, რიტაც ეხმაურება საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა მიმდინარეობს.

"ნაცები წერენ, რომ გახარიას, რომელიც ერთადერთია, ვინც არჩევნებზე ღიად ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ბიძინა იჭერს იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოსო. ანუ - კაცი იძახის მონაწილეობას ვიღებო და ბიძინა იჭერს, მონაწილეობა მიიღეო, აიძულოსო. ლოგიკა, როგორც ასეთი. სინამდვილეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის - არც ერთ ნაცს, არც ერთს (!) არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით ოცნება ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო. აი, ამიტომ არის 13 წელი ნაცმო სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი" - წერს ანა ბუჩუკური.

პროკურატურა: 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა მიმდინარეობს

„გიდასტურებთ, რომ გამოკითხვა ეხებოდა ჩორჩანას საქმეს. ჰქონდათ კითხვები, რადგან მაშინ ვიკავებდი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. მოგეხსენებათ, საოკუპაციო მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა, გადის უსაფრთხოების სამსახურთან. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრება აიპიემის შეხვედრებს და ა.შ. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

ვახტანგ გომელაური: ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ