ოცდათოთხმეტი წლის წინ ამ დღეს, 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში აღიარა, ხოლო ეს ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მომდევნო ეტაპი იყო. - ამის შესახებ ამერიკის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში წერს

"ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავდა აშშ-ის საელჩოს გახსნას თბილისში რაც შეიძლება მალე და საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მიმართულებით." - წერს საელჩო.