„ალბათ რაღაც დოზით ჩვენი ბრალია, რომ ამ ხალხის ზნე-ჩვეულება ვერ წავიკითხეთ და რატომღაც გვწამდა, რომ საქართველოში შევძლებდით კონსოლიდირება მომხდარიყო თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უკეთესი ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ ამაში შევცდით. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე გაგიტარებთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ. თქვენ არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს?! კარგად დაფიქრდით და პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები კარგად გაიგრილეთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"მართავ ქართველ ხალხს - დღეს არის ძალიან მარტივი არჩევანი: შავი და თეთრი. თუ ვინმე ნამდვილად, ევროპული ღირებულებებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის რაიმეს აკეთებს - ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.