ზურა ჯაფარიძეს იდეების დეფიციტი აქვს და წელიწად-ნახევრიანი დაგვიანებით ჩვენს იდეებს იმეორებს ხოლმე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ჯანმრთელობის არგუმენტის გამოყენებით არაფერი კარგი არ გამოვიდოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და მხარდამჭერები რატომღაც სტრატეგიად ამას იყენებდნენ და არაფერი გამოვიდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ასე დამთავრდებოდა და როგორც ჩანს, ამას ზურაც მიხვდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით,საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტი ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და თავისუფლების მოპოვებას ამ გზით ცდილობდა.