საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი! ვინც ცდილობს საქართველო გახადოს რუსეთი, ისიც ზუსტად იმ ისტორიულ ადგილას განთავსდება. ზუსტად მოღალატეთა და უსაფლავოდ დაკარგულ ამაზრზენთა ადგილას - წერს პარტია "მოქალაქეების: ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
"102 წლის წინ თბილისი დაეცა, რუსმა ბოლშევიკებმა და მათმა წინამძღვარმა მოღალატე ქართველებმა აიღეს დედაქალაქიც და მერე საქართველოც. მაგრამ შხამიანი ხსოვნის გარდა მათგან არაფერი დარჩა. იოსებ ჯუღაშვილი, სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, საშა გეგეჭკორი, მამია ორეხელაშვილი და ეგ ხალხი ისტორიამ კუთვნილ ადგილას დატოვა - ქართველი ერის მოღალატეებად! საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი! ვინც ცდილობს საქართველო გახადოს რუსეთი ისიც ზუსტად იმ ისტორიულ ადგილას განთავსდება. ზუსტად მოღალატეთა და უსაფლავოდ დაკარგულ ამაზრზენთა ადგილას".