ერთ-ერთი ყველაზე საშიში მავნებლობა, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებს, არის ჩინეთთან რაღაც ე.წ. სტრატეგიული ურთიერთობა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„რა სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკობ, ერთ გაჭყლეტად არ ღირხარ ჩინეთისთვის. ერთი სოფელი რომ აიყაროს ჩინეთიდან, ერთი საშუალო მოცულობის ჩინური სოფელი და ჩამოვიდეს, აქაოდა უვიზოა, რას უშვრებიან მერე?! ნებისმიერ ჩინურ სოფელში იმაზე მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ქართველიან-არაქართველიანად ვართ საქართველოში. ჩინეთს ახლა სტრატეგიული ვგონივართ ჩვენ? ახლა აბა ზომა-წონას შეხედონ, ისე გაგვჭყლეტენ და გაგვსრესენ, ჩვენი მომგონი არ დარჩება. შესაბამისად, ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება. ევროპის და შეერთებული შტატების ჯიბრზე რაღაცას მაიმუნობს ჩინეთთან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.