Edison Research-ის კვლევა ზღაპარი და სიაფანდობაა - არჩევნები გვაჩვენებს რეალობას - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„Edison Research სიაფანდობაა სულაც არ მაინტერესებს, ეს „ნაციონალების“ მიერ ჩატარებული კვლევაა. ზღაპარი და სიაფანდობაა ეს კვლევა. არჩევნები გვაჩვენებს რეალობას.

ვისაც უნდა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს, მზად ვარ ყველას ველაპარაკო. მავნებლური ძალა და მსოფლიო მასშტაბის სიმულანტის, სააკაშვილის თამადობით არ უნდა დაბრუნდეს. ვისაც ეს უნდა, მზად ვარ ყველას ველაპარაკო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ასე ნაწილდება: 

ქართული ოცნება - 37%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25%

საქართველოსთვის - 6%

ლეიბორისტული პარტია - 5%

ლელო - 4%

გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%

სტრატეგია აღმაშენებელი - 3%

ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 3%

დროა - 2%

ალტ ინფო - 2%


მოქალაქეები - 2%

ხალხის ძალა - 2%

ევროპული საქართველო - 1%

პატრიოტთა ალიანსი - 1%