9 აპრილის მემორიალთან შეკრებილებმა ფიცი კიდევ ერთხელ დადეს.
პარლამენტთან შეკრებილები არიან რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებიც.
„რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ, მათი წამებული სულების წინაშე ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, დავიცავთ სინდისის პატიმრებს, ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისათვის“, – განაცხადეს შეკრებილებმა.