უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აგვისტოს ომის 15 წლის თავს, ვიდეო მიმართვაში ეხმაურება და საქართველოს ქართულ ენაზე მიმართავს.
"7 აგვისტო. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. უკვე 15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება - ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი სიტყვა ითქვა იმაზე, რომ სამყარო გადამწყვეტი რომ ყოფილიყო მაშინ, 2008 წელს, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინაც კი, რუსეთს უნდა გაეგო, რომ აგრესორი ყველაზე მეტს იხდის აგრესიაში...
როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება - მოხსნის რუსულ ოკუპაციას.
უკრაინელები სოლიდარულები არიან ქართველი ხალხის მიმართ და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძვის უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებში!
თავისუფლება გაიმარჯვებს!საქართველო გაიმარჯვებს! უკრაინა გაიმარჯვებს!" - აცხადებს ზელენსკი ვიდეო მიმართვაში.
თარგმანი მთავარი არხი