სუმიზე რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ უკრაინას ათობით ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.
"ახლა, სუმზე თავდასხმის შემდეგ, თითქმის 50-მა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ქვეყნების ლიდერები, მთავრობის მეთაურები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები - მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. მსოფლიომ იცის სიმართლე - რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, "როდესაც ომი დასრულდება, მსოფლიო აბსოლუტურად მკაფიოდ გაიგებს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთს, როგორც აგრესორს, მშვიდობა აიძულეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესორი უკრაინის მიწაზე 11 წლის წინ, 2014 წელს მოვიდა.
"და ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ამას კიდევ რამდენიმე წელი არ დასჭირდეს", - თქვა ზელენსკიმ.