კასპიის ზღვის გავლით რუსეთი ირანისგან დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებს და სხვა შეიარაღებას იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასული 6 თვის განმავლობაში რუსეთმა ირანისგან 300 ათასი საარტილერიო ჭურვი და 1 მილიონზე მეტი ამუნიცია მიიღო. შეიარაღების ბოლო მსგავსი ტრანსპორტირება მარტის დასაწყისში მოხდა - სათვალთვალო მოწყობილობების მონაცემებით, რუსეთის კუთვნილმა სატვირთო გემმა, რასულ ჰამზატოვმა ბანდარის პორტი 8 მარტს დატოვა.
არსებული ინფორმაციით, გემს გადაჰქონდა დაახლოებით 1 000 კონტეინერი, რომლებიც 2 000-მდე საარტილერიო ჭურვი იყო განთავსებული. საზღვაო ტრანსპორტის მონიტორინგის სერვისების მონაცემებით, იმავე გემი ირანულ პორტში მარტის ბოლოსაც შევიდა და 1 დღის შემდეგ კვლავ რუსეთში, ასტრახანის პორტში დაბრუნდა.
გემს რუსული კომპანია MG-Flot ფლოტს, რომელსაც გასულ წელს აშშ-ს ხაზინამ სანქციები დაუწესა, რადგანაც მათი ფლოტის გემები პერიოდულად შეიარაღების გადაზიდვაში იყვნენ ჩართულნი.