ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, "იმისათვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი შეაჩეროს თავდასხმები, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კოლექტიური ძალა მსოფლიოსგან".
"უკრაინა იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, რომელსაც ის იმსახურებს სამართლიანი და საიმედო მშვიდობისთვის.
ჩვენ გვინდა ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთს არ სურს ეს და აგრძელებს საჰაერო ტერორს.
ბოლო 1 კვირის განმავლობაში 1050 დრონზე მეტი, თითქმის 1 300 საჰაერო ბომბი და 20 რაკეტა მოიმართა უკრაინის მიმართულებით, რომლებმაც გაანადგურა ქალაქები და დახოცა ხალხი.
მათ, ვისაც მოლაპარაკება სურს, არ ესხმის თავს მოქალაქეებს ბალისტიკური რაკეტებით - იმისთვის, რომ შეჩერდეს რუსეთის მხრიდან თავდასხმები, ჩვენ გვჭირდება დიდი კოლექტიური ძალა მსოფლიოსგან.
ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით, ჩვენი არმიის გაძლიერებითა და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფით რუსული აგრესია შეუძლებლად გადაიქცევა - ეს არის ის, რაზედაც ახლა უნდა ვფოკუსირდეთ.
სამართალი უნდა აღსრულდეს.
ჩვენ გვჯერა ერთობის ძალის და აუცილებლად აღვადგენთ გრძელვადიან მშვიდობას",- აცხადებს ზელენსკი.