უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები სამართლიან პასუხს წარმოადგენს რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქებზე მიყენებულ იერიშებზე.
მისი თქმით, უკრაინულმა "შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა" კვლავ მიაღწია მოსკოვის რეგიონს და ერთ კვირაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას. ზელენსკის განცხადებით, ასევე დაზიანდა სამიზნეები როსტოვის რეგიონში და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"ღამით, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა "სანქციებმა" კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს. სამიზნე ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის თავდასხმებზე და ჩვენი მეომრების მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი შედეგია იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას მხარს უჭერენ", - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, "ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი "სანქციების" სიზუსტე და ეფექტურობა ყველა პარტნიორმა აღნიშნა".
"დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას", - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს - სუსს, სპეცოპერაციების ძალებს, დაზვერვის მთავარ სამმართველოსა და სარაკეტო დანაყოფებს მიზნობრივი მოქმედებებისთვის.
Last night, our long-range sanctions once again reached the Moscow region – for the second time this week, the Moscow oil refinery was hit. Targets were also struck in the Rostov region and in temporarily occupied territories of Ukraine. This is a fully justified response to… pic.twitter.com/NhFl4FlT9L
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 18, 2026








