უკრაინის მეზობელ ქვეყნებს ეშინიათ რუსული რაკეტების ჩამოგდება მოსკოვის შესაძლო რეაქციის გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მეზობელ ქვეყნებთან სამომავლოდაც განიხილავს მათ მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყნების კოალიცია, რადგან ერთი ქვეყნისთვის „ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“.
პოლონეთთან თავდაცვის შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც განიხილავს ვარშავის მიერ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას.