უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილების გამო, რომლითაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირეს.

"მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის და გვეხმარება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს ევროკავშირში და თითოეულ ლიდერს პირადად ამ ძლიერი ნაბიჯისთვის. უკრაინა იცავს საკუთარ თავს და ამით მთელ ევროპას – იმ იდეას, რომ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ გაერთიანებულებს, თავისუფლად, მშვიდობიანად.

როგორც ვთქვით, უკრაინა აკეთებს იმას, რაც საჭიროა და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმაც შეასრულოს თავისი სიტყვა. პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხისთვის.

ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით ევროპას ყველა სხვა მხარდაჭერისთვის – მხარდაჭერისთვის, რომელიც აჩვენებს ნამდვილ ლიდერობას და გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში. ასევე ყველაფერი გაკეთდა შემდეგი კლასტერების გასახსნელად. ჩვენ ასევე ვულოცავთ მოლდოვას ამ ნაბიჯს, რომელსაც ჩვენ ერთად ვდგამთ", – წერს ზელენსკი.