რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა თეირანს ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა და ირანელი ხალხისადმი რუსეთის სოლიდარობა გამოხატა.
მოჯთაბას არჩევის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერით "კმაყოფილი არ არის".
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.
თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს.








