ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში: ომი თუ მშვიდობა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანს შეკითხვა დაუსვეს, თუ რამდენად თავსებადია ორბანის სამშვიდობო პოზიცია იმ ფაქტთან, რომ მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
"კითხვა ისმის, მართლა დაიწყო მან ომი თუ მშვიდობა. ეს ჯერ არ გარკვეული არ არის; ისტორიკოსები გადაწყვეტენ", - უპასუხა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო შეხვედრის დროს ტრამპმა მას უთხრა, რომ ირანი სამხედრო დაძაბულობის წყაროა, ამიტომ მასზე თავდასხმა სინამდვილეში დაძაბულობის წერტილზე თავდასხმაა.








